Home » საზოგადოება » მერია პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

მერია პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

დედაქალაქის მერია დღეიდან პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიისა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, გამწვანების სამუშაოები იწარმოებს და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როცა დავამთავრებთ სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.

Share