Home » საზოგადოება » მედიკამენტები, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იღებენ

მედიკამენტები, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იღებენ

მედიკამენტები, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებულები იღებენ

„ჩინელების დასკვნით, ყველაზე კარგი პრეპარატი დელაგინია და ჩვენ ამ მედიკამენტს უკვე ვიყენებთ. ასევე, სამკურნალოდ ვხმარობთ შიდსის საწინააღმდეგო ზოგიერთ მედიკამენტს“ , – ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ზოგიერთი წამალი, მაგალითად რიბავერინი და ინტერფერონი, გამოიყენებოდა C ჰეპატიტის სამკურნალოდ. დელაგილი და პლატიფილინი, ეს ორი პრეპარატი მსგავსი ნივთიერებებია და ესენი ჯერ კიდევ ჩემ ახალგაზრდობაში ფართოდ გამოიყენებოდა რევმატული და ავტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასე ბრმად კი არ აიღეს ეს 5-6 პრეპარატი, განიხილეს და ჩათვალეს, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო ყოფილიყო. ჩინელებთან და სხვებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ და ჩინელების დასკვნით, ამ პრეპარატებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე ნაპოვნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. არც ერთ მათგანს ჯერჯერობით არ აქვს ოფიციალური რეკომენდაცია, მაგრამ ექვსივე პრეპარატი გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Share