Home » ახალი ამბები » „მასწავლებლების ნაწილს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ“ – განათლების მინისტრის მოადგილე

„მასწავლებლების ნაწილს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ“ – განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ მასწავლებლებს გადამზადების შედეგად მიღებული ცოდნის საკლასო ოთახში გადატანის უნარი არ აქვთ.

„რატომ არ ვთქვით ჩვენ, რომ საქართველოში არსებულ 2083 სკოლაში, ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას. ვამზადებთ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ გადამზადების შედეგად მასწავლებელმა საკლასო ოთახში თავისი ცოდნა ვერ მოიტანა. შეიძლება მოიტანა, ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, არის საკმაოდ რთული მდგომარეობა. შეიძლება იმეცადინა, ისწავლა, მაგრამ გაკვეთილზე როგორ განახორციელოს ის მიღებული ცოდნა, გადასცეს, დაგეგმოს, უკვე პრაქტიკაში გადაიტანოს, აღმოჩნდა, რომ ეს უნარი მასწავლებლებს არ აქვთ. მასწავლებელს სჭირდებათ, ველზე, გაკვეთილზე კეთებით ასწავლოს ის ცოდნა, რა ცოდნასაც იღებს გადამზადების პროცესში“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

Share