Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა

მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა

საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან, არავის უზრუნია ძლიერი საშულო ფენის შექმნაზე – ჩვენ შევქმნით , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაზემ განაცხადა.

“ლელოს” თავმჯდომარის თქმით, თუ ქვეყანაში ძლიერი საშულო ფენა არ შეიქმნა, უნდა დავივიწყოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები.

“ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა. დღევანდელი მონაცემით, 3.7 მლნ. მოსახლიდან მხოლოდ 64000 აქვს 3000 ლარი და მეტი შემოსავალი თვეში.

ეს არის მთელი მოსახლეობის 1.5%, რაც ძალიან ცოტაა. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, შეიქნას ძლიერი საშუალო ფენა და ჩვენი მიზანია, ამ 64000 ადამიანის მსგავსად, სხვებსაც ჰქონდეთ ამდენივე შემოსავალი, ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ეს რიცხვი და გავხადოთ 600 000.

ამას “ლელო” მოახერხებს 4 წელში. ეს არ არის დაპირება, ეს არის რელობა, ვინც ჩვენს პროგრამას იცნობს, იცის, რაზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ თუ არ შევქმენით კაპიტალის ბაზარი, რომელზეც ხელმისაწვდომობა ექნება ყველას, მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ არ შევქმენით ფინანსური და ლოჯისტიკური მიზიდულობის ცენტრი, რაც დღეს გაჩერებულია, ვერ წავიწევთ წინ და ვერ განვვითარდებით ეკონომიკურად”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Share