Home » საზოგადოება » მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას სჭირდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ჩვენ ამას მხარს აუცილებლად დავუჭერთ. ასევე, გვაქვს სხვა იდეები, რომლებსაც გაგაცნობთ, რათა ქუთაისს დაუბრუნდეს ძალიან სერიოზული ფუნქცია – ფინანსური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა ხაზარაძემ.

Share