Home » ბიზნესი » „მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

„მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

„მაკდონალდს“ საქართველო COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციულ ზომებს იღებს და უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს. იცვლება მაკდონალდსის სისტემაში არსებული პირადი ჰიგიენისა და ხელების დაბანის წესები – რესტორნის თანამშრომლები ხელების დაბანა/დეზინფექციას 30 წუთის ნაცვლად ახლა უკვე ყოველ 15 წუთში ერთხელ ახდენენ. ახალი განაწესის მიხედვით, მაკდონალდისის ისედაც მკაცრ დასუფთავება/დეზინფექციის წესებს, ყოველი მოხმარების შემდეგ რესტორნის ტერიტორიის და შემდეგი ინვენტარის – მაგიდების და სკამების, საბავშვო სკამებისა და ლანგრების დასუფთავება/დეზინფექციას დაემატა მაგიდის სერვის პირამიდების სპეციალური ხსნარებით დასუფთავება და დეზინფექცია.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამიტომ ვიღებთ გამკაცრებულ პრევენციულ ზომებს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობის განვითარებას, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ქმედით ნაბიჯებს.“- აცხადებენ მაკდონალდსში.

კომპანია საქართველოს მასშტაბით, ყველა რესტორანში ყოველკვირეულად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საათში ერთხელ დეზინფექცია უტარდება შესაკვეთ კიოსკებსა და გადახდის ტერმინალებს, სანაგვე ურნის მოძრავ ნაწილის, კარების სახელურებს და ონკანის საკეტებს.

მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, მაკდონალდსის თითოეულ რესტორანში მუშაობის დაწყებამდე, ყველა თანამშრომელს უკონტროლდება ტემპერატურა.

რაც შეეხება იმ პირებს, რომელიც სტუმრობდნენ ევროპასა და სხვა რისკ ქვეყნებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის დაცვით არ დაიშვებიან სამუშაო ადგილზე, კომპანია უზრუნველყოფს მათ ამ პერიოდის ანაზღაურებით, რათა თანამშრომელმა მოახდინოს თვითიზოლაცია/კარანტინი.

მაკდონალდს საქართველო მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს როგორც როგორც რესტორნებში ასევე მაკდრაივზე.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

Share