Home » მსოფლიო » მაიკ პომპეო – გაეცალეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის პროექტს, თუ არა და იქნება არასასურველი შედეგების რისკი

მაიკ პომპეო – გაეცალეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის პროექტს, თუ არა და იქნება არასასურველი შედეგების რისკი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსულ-გერმანული გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ კომპანიებს ახალი სანქციებით დაემუქრა.

მან ინვესტორები გააფრთხილა, რომ შეიძლება სანქციების წინაშე აღმოჩდნენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ-გერმანულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან და რუსულ-თურქულ გაზსადენ „თურქსტრიმთან“ დაკავშირებული ევროპელი ინვესტორები, შესაძლოა, „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ (CAATSA) შესახებ 2017 წლის კანონის ფარგლებში, აშშ-ის მხრიდან სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩდნენ.

„ეს არის მკაფიო გაფრთხილება კომპანიებისთვის, რომ რუსეთის მავნე გავლენების პროექტებში თანამონაწილეობას და ხელის შეწყობას არ მოვითმენთ. ახლავე გაეცალეთ, თუ არა და იქნება არასასურველი შედეგების რისკი“, – განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კანონმდებლებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. სანქციების სამიზნე ის კომპანიებია, რომლებიც გაზსადენის გაყვანას უზრუნველყოფენ. ამერიკის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯები ევროპაში რუსული გავლენის შეჩერებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.

ipn.ge

Share