Home » ახალი ამბები » მაგთის აბონენტებს სახლის და მობილური ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ

მაგთის აბონენტებს სახლის და მობილური ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ

მაგთის აბონენტებს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო მაგთის ნომრიდან დარეკვა და შეტყობინების გაგზავნაც.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად წერენ. შეფერხებით მუშაობს მაგთის ვებგვერდიც.

კომპანია მაგთიში On.ge-ს უთხრეს, რომ პრობლემა აქვს კანკასუს ონლაინის საბითუმო მხარეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს ჯერ კიდევ არკვევენ.

Share