Home » საზოგადოება » ლუკა პოლარემ თბილისში ყველა ფილიალი გახსნა

ლუკა პოლარემ თბილისში ყველა ფილიალი გახსნა

ლუკა პოლარემ თბილისში არსებული ყველა ფილიალი გახსნა. 2 მაღაზია გაიხსნა ბათუმშიც. კორონავირუსიის პანდემიის გამო ამ დრომდე მხოლოდ 4 ობიექტი ფუნქციონირებდა.

„ბაზარზე 4 ფილიალით დარჩენა უპირველს ყოვლისა ემსახურებოდა მიზანს, თანამშრომლებისთვის შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და გარდა ამისა, მომხმარებელთან ამ რთულ პერიოდში წყვეტა არ გვქონოდა.

ამისთვის კომპანიას, რა თქმა უნდა, მოუწია დამატებითი სახსრების გაღება, შევიმუშავეთ სრულიად ახალი ოპერაციული პროცედურები, ავაწყვეთ დისტრიბუციისა და პროდუქტის ადგილზე მიტანის სისტემა და დროის მოკლე პერიოდში შევძელით მისი დანერგვა.

მაისის დასაწყისიდან ეტაპობობრივად ვხსნით დროებით დაკეტილ ფილიალებსაც და ამ დროისთვის თბილისში სავაჭრო ცენტრებში არსებული ფილიალების გარდა, ყველა ფილიალი გავხსენით.

შესაბამისად, თითქმის სრული დატვირთვით ამუშავდა, როგორც წარმოება, ასევე დისტრიბუცია და სერვისი. ფილიალების გახსნით საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც ბიზნესის შემოსავლის და ოპერაციული ხარჯების, ასევე მომსახურების შეცვლილი პროცედურების გამო.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ვნერგავთ ახალ პროდუქტებს და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, მზად ვართ ჩვენი ფილიალებიც დავუბრუნოთ ჩვეული ფორმატით,“ – ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

ამ ეტაპისთვის თბილისში ლუკას 8 ფილიალი და ბათუმში 2 ფილიალი ფუნქციონირებს.

“ბიზნესპარტნიორი”

Share