Home » მსოფლიო » ლუკაშენკო – საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ თავად ვუმკურნალო კორონავირუსით ინფიცირებულებს

ლუკაშენკო – საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ თავად ვუმკურნალო კორონავირუსით ინფიცირებულებს

„საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ თავად ვუმკურნალო კორონავირუსით ინფიცირებულებს“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს.

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი უკვე საქმის კურსში ჩააყენა.

„თუ რამის გაკეთება შემიძლია, უნდა მითხრათ. მე ველაპარაკე მინისტრს, ვუთხარი თუ საჭიროა ვლადიმერ სტეფანოვიჩ, მე შენთან ერთად წავალ და ხალხს ვუმკურნალებ. მან მითხრა, რომ ჯერ საჭირო არ არის.

ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს პანიკის გარეშე, წყნარად და ლამაზად. ჩვენ ხალხი ღირსეულად უნდა გადავარჩინოთ. ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ვირუსი აქვს და განწირულია სიკვდილისთვის. ასე არაა“,-აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსი 700 პაციენტს დაუდგინდა. ვირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა.

Share