Home » მსოფლიო » ლუკაშენკო: დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ

ლუკაშენკო: დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები შეჩერდა, ბელარუსში დღეს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრება გულშემატკივრებსაც სურვილის მიხედვით შეუძლიათ.

დღეს პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართება, „ენერგეტიკი“ – „ბატეს“, ხოლო გეგა დიასამიძის „შახტიორი“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოსავალს მუშაობაში და არაყის დალევაში ხედავს.

„მიიღეთ საუნა, დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ ბევრი, რომ თქვენს ორგანიზმში ვირუსი მოკლათ“, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარი გააკეთა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ალეინიკმაც:

„რეგულარულად, მაყურებლებით თამაშის გადაწყვეტილება სამშაბათს, უეფას ვიდეოკონფერენციაზე მივიღეთ. ბევრი ლიგა შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ, რადგან ჩვენთან სეზონი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება“, – აღნიშნა ალეინიკმა.

წყარო: worldsport.ge

Share