Home » მსოფლიო » ლუკაშენკომ სახელმწიფო მედიას მოუწოდა, პრეზიდენტის ქებას არ გადააჭარბონ

ლუკაშენკომ სახელმწიფო მედიას მოუწოდა, პრეზიდენტის ქებას არ გადააჭარბონ

ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ ბელარუსული სახელმწიფო მედია აბსოლუტურად სარწმუნოა, თუმცა მოუწოდა, რომ პრეზიდენტის ქებას არ გადააჭარბონ. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს.

11 თებერვალს ლუკაშენკო სახელმწიფო მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტმა არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ურჩია ტელეარხებს, რომ უცხოურ მაგალითებს ჩამოშორდნენ და მეტი საკუთარი პროდუქცია შექმნან. ხოლო ბეჭდურ მედიას შესთავაზა, რომ ციფრულ სამყაროში მოწინავე რიგებში ყოფნისთვის მეტი ანალიტიკური მასალა უნდა შექმნან.

მისივე თქმით ბელარუსულ მედიას უცხოურისგან ასხვავებს ის, რომ მოვლენების გაყალბებულად არ შუქდება:

“ბელარუსული მედია, მადლობა ღმერთ, სრულიად სარწმუნოდ აშუქებს ამა თუ იმ თემას, თუ ინფორმაციას”.

როგორც ლუკაშენკო ამბობს, დღეს სახელმწიფო და კერძო მედიასაშუალებები ერთნაირად კონკურენტუნარიანები არიან და მათი გარჩევა აღარ ხდება.

2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ბელარუსი 180 ქვეყანას შორის 153-ე ადგილს იკავებს. Reporters wihout Borders-ის ანგარიშის მიხედვით, ბელარუსში დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და ბლოგერები იდევნებიან, წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები დაბლოკეს, ხოლო მედიის შესახებ კანონი უფრო გამკაცრდა.

on.ge

Share