Home » ბიზნესი » „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.

კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი – „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა.

დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს. როგორც ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შონია 2012 წლიდან ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებს Hunnewell Partners Georgia-ში. მისი ძირითადი საქმიანობა სტაბილური ფულადი სახსრების მართვის პოლიტიკის და პროცედურების უზრუნველყოფაა. ასევე, ფინანსური რეპორტების ზედამხედველობა და კონტროლი.

აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა.

Share