Home » ეკონომიკა » ლია ელიავა – ეროვნული ბანკი გახდა ქვეყნის ტრაგედია, არ უწყობს ხელს ლარის სტაბილურობას!

ლია ელიავა – ეროვნული ბანკი გახდა ქვეყნის ტრაგედია, არ უწყობს ხელს ლარის სტაბილურობას!

“დღეს, ასეთი პოლიტიზირებული ეროვნული ბანკი, კრიჭაში უდგას მთავრობას, არ ეხმარება” – ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლია ელიავამ “აიპრესთან” ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და ლარის ბოლორდოინდელი გაუფასურების მიზეზები განმარტა.

ლია ელიავას თქმით, ეროვნული ბანკი არ უწყობს ხელს ლარის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას. ამასთან, მისი თქმით, არასწორია როდესა მიმდინარე მოვლენების შედარება ხდება 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისზე:

” მე პირადად, არანაირ პარალელს არ გავავლებდი 2008-2009 წლებთან. მაშინ სამხედრო კონფლიქტის ფონზე საბანკო კრიზისი იყო ხელოვნურად შექმნილი, ანუ, ბანკები ხელოვნურად დაიკეტა. ფაქტობრივად გააჩერეს მათ საბანკო სექტორის ფუნქციონირება, ბუნებრივია ამ ფონზე შესაბამისად ლარს შეექმნა პრობლემა. არა, ახლა აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში, ლარის კურსის ვარდა, განპირობებულია ქვეყნიდან კაპიტალის გადინებით. იქნება ეს კაპიტალი გასული იმპორტის დასაფინანსებლად, თუ ეს იქნება ნებისმიერ ბიზნესმენის მიერ  გადარიცხული 20-30 მილიონი, ეს უკვე არის  ლარის კურსის ტოლფასი.

დღეს, იცით რომ უცხოეთიდან მკვეთრად არის შემცირებული ფულადი გადარიცხვები. ექსპორტიდან შემოსავალი ფაქტობრივად 0-მდე დავიდა. ვალუტის შემოდინება ქვეყანში შეწყდა. სწორედ ეს ვალუტის შემოდინებები ასაზრდოებდა კომერციულ ბანკებს, რომ განეხორციელებინათ თავიანთი ფუნქციები და გაეტანათ ფული ნებისმიერი ბიზნესმენის ან ფიზიკური პირის დაკვეთით.

ასეთ დროს ყოველთვის წარმოიქმნება ჭარბი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. კომერციულ ბანკებს ექმნებათ ეს მოთხოვნა, რომ შეივსონ ეს მოთხოვნა ეძებენ წყაროებს, სხვადასხვა ბანკებისგან ყიდულობენ უცხოურ ვალუტას. როდესაც შენ გაქვს დიდი მოთხოვნა რაღაცაზე, ეს საბაზრო კანონია, მეორე მხარე აუცილებლად აუწევს ფასს რომ რაღაც მეტი სარგებელი მიიღოს შენი უბედურებისგან. ფაქტობრივად, ასეთ ვითარებაში, უცხოური ვალუტის ღირებულება იზრდება, ლარის მცირდება. ეს პროცესი ვერ რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.

ჩვენ ასეთი ეკონომიკა გვაქვს ღია ტიპის. აქ სავალუტო კონტროლი არ არსებობს. ეროვნული ბანკი თავს არ იწუხებს ამ ლარის კურსზე ზრუნვაზე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. მთავარია კურსი იყოს სტაბილური! ის არ იცვლებოდეს წლების განმავლობაში. სწორედ ეს სტაბილურობა  და პროგნოზირება განაპირბობებს ბიზნეს სუბიექტების და ფიზიკური პირების სამომავლო გეგმების რეალიზების საშუალებას. დაპროგნოზების საშუალებას იძლევა საკუთარი ბიზნესის და ცხოვრების.

ეროვნული ბანკის დანაშაული სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ის არ უწყობს ხელს ლარის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას. შესაბამისად, ის ვერ აკონტროლებს ფასების დონეს, ის რაც მას პირდაპირ ევალება, კანონში უწერია, ის ვალდებულია უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. ამის შედეგად აზარალებს ეკონომიკას, ბიზნეს პროცესებს და მოსახლეობის კეთილდღეობას. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ტრაგედია. ეროვნული ბანკი გახდა ტრაგედია ჩვენი ქვეყნის.

წინა ხელისუფლების დროს, ეროვნული ბანკი იმდენად კარგად მუშაობდა, როდესაც საჭირო იყო რეზერვებსაც ხარჯავდა, ლარის კურსი იყო სტაბილური. მხარში ედგა მთავრობას. ეკონომიკა მართლაც წინ მიდიოდა. ვერ წარმოგიდგენიათ ეროვნულ ბანკს რა უზარმაზარი ფუნქცია და როლი აკისრია ეკონომიკაში. ბევრად უფრო დიდი ვიდრე მთავრობას. ეკონომიკას მართავს ეროვნული ბანკი. დღეს ასეთი პოლიტიზირებული ეროვნული ბანკი კრიჭაში უდგას მთავრობას არ ეხმარება, ეკონომიკას სისტემატიურად აყენებს დარტყმებს, ბიზნეს შოკებს ამ რყევებით, ლარის არასტაბილურობით და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. ბუნებრივია ბიზნესმენები ვეღარ საზღვრავენ მათ სამომავლო საქმიანობის პერსპექტივას ცდილობენ დღეს ამოიღონ ყველაფერი ყველა ხარჯი”-აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.

წყარო: ipress.ge

Share