Home » საზოგადოება » ლევან კაკავა – 2020 წელს ერთ-ერთი გამოწვევა ასაწონი თუთუნის რეალიზაციაა

ლევან კაკავა – 2020 წელს ერთ-ერთი გამოწვევა ასაწონი თუთუნის რეალიზაციაა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უფროსის ლევან კაკავას განცხადებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურმა 2019-2020 წელს თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარის უკანონო რეალიზაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1773 ფაქტი გამოავლინა, რაზეც სახეობების მიხედვით შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები შედგა.

როგორც კაკავამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, ასევე, სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ მიმდებარედ 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევისთვის გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 384 ფაქტი. 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით 29 სამართალდარღვევის ფაქტი.

„2019 საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საჯარო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევისთვის გამოვლინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 86, ხოლო 2020 წელს 18 ფაქტი. 2019 წელს თამბაქოს ნაწარმის ერთეული ღერების რეალიზაციისთვის გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 45 ფაქტი, 2020 წელს კი 6 სამართალდარღვევის ფაქტი.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაციისთვის გამოვლინდა 2019 წელს 2 სამართალდარღვევის რეალიზაციის ფაქტი. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების ანდა თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ანდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციისთვის გამოვლინდა სამართალდარღვევის 8 ფაქტი.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების ანდა თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გარეთ ხილვადობის დარღვევისთვის 2019 წელს გამოვლინდა 192 სამართალდარღვევის ფაქტი, 2020 წელს კი 10 სამართალდარღვევის ფაქტი. რეალიზაციის ადგილებში სამედიცინო გაფრთხილების განთავსების თავის არიდებისთვის 2019 წელს გამოვლინდა 931 შემთხვევა, ხოლო 2020 წელს 40 სამართალდარღვევის შემთხვევა. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაციისთვის 2019 წელს გამოვლენილ იქნა 16 შემთხვევა,“ – განაცხადა კაკავამ.

მისივე თქმით, 2020 წელს ერთ-ერთი გამოწვევა ასაწონი თუთუნის რეალიზაციაა.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე გაირკვა, რომ თამბაქოს ნაწარმის დაფასოება ძირითადად არ ხდება 50 და 100 გრამიან შეფუთვაში. ამ კუთხით გატარებული ღონისძიების შედეგად ჩვენს მიერ სულ ამოღებულ იქნა 1279 კილოგრამი ასაწონი თამბაქო, ნაწილი გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში,“ – აღნიშნა კაკავამ.

Share