Home » ბიზნესი » ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობაში მეტი თანხა უნდა ჩაიდოს. თუმცა, ამასთან, აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამ დარგის აღსადგენად გამოყოფილი პაკეტი გამოწვევებს სრულად პასუხობს.

„ვფიქრობ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პაკეტი საკმაოდ მსხვილი და ადეკვატურია იმ გამოწვევის, რომელიც დღევანდელ დღეს გვქონდა. რეალურად, მომავალ პერიოდში მეტი ფინანსები გვჭირდება. სოფლის მეურნეობაში მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, ვფიქრობ, ამის მზადყოფნა მთავრობაში იქნება.

ის ნაბიჯები, რომელიც დღემდე წლიდან წლამდე გადაიდგა, აუცილებელი წინაპირობა იყო, რომ მოგვემზადებინა გარკვეული ფონი იმისთვის, რომ გარკვეული ფული დახარჯო და ინვესტიცია ჩადო ამ მიმართულებებში. სანამ ჩამოყალიბებული სისტემა არ გვექნებოდა, მანამდე სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელი ნაბიჯები, იგივე დაფინანსების მექანიზმები, შესაძლოა, ფუჭი ყოფილიყო. ბევრ ეფექტს ვერ მოიტანდა“,- განმარტა მინისტრმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული”.

Share