Home » ბიზნესი » ლევან გოგიბერიძე: მედიკამენტები სავარაუდოდ 7-10%-ით გაძვირდება

ლევან გოგიბერიძე: მედიკამენტები სავარაუდოდ 7-10%-ით გაძვირდება

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ცვლილების მიუხედავად წამლების იმპორტიორები ფასების ზრდას მაინც პროგნოზირებენ.

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ვარაუდით, წამლების ფასი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ საშუალოდ 7-10%-ით გაიზრდება.

“რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია, აისახება მედიკამენტების ფასებზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10 % იქნება.

ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით შესაძლოა დეფიციტიც შექმნას,” – ლევან გოგიბერიძე საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

Share