Home » მსოფლიო » ლატვიაში, საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერები, პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ

ლატვიაში, საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერები, პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერებები კომუნისტური პარტიის მსხვერპლად აღიარეს. აღნიშნულ პირები პენსიაზე დანამატის სახით 1 მარტიდან 56 ევროს, 1 მაისიდან 172, ხოლო 1 ივნისიდან 220 ევროს მიიღებენ.

ლატვიის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, ყოფილი პიონერები სსრკ-ს სახელმწიფო აპარატის მიერ პირადი ძალადობის ჩაგვრის ობიექტები იყვნენ, რომელთა რეაბილიტაციაზეც ზრუნვა სახელმწიფომ ფულადი პენსიის გაცემით დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საპენსიო დანამატის მისაღებად, აუცილებელია პირმა წარადგინოს პიონერული ორგანიზაციაში მონაწილეობის მტკიცებულებები- ასეთად კი შეიძლება ჩაითვალოს შემონახული სამკერდე პიონერის ნიშნები, ბავშვობაში პიონერულ ყელსახვევსა თუ ჰალსტუხში გადაღებული ფოტოები და ჯილდოების დამადასტურებელი ნიშნები „აქტიური შრომისა და მუშაობისთვის“.

medianews.ge

Share