Home » ახალი ამბები » ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0133 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0291 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0370 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

Share