Home » მსოფლიო » კორონავირუსმა ბარელი ნავთობის ფასი გააიაფა

კორონავირუსმა ბარელი ნავთობის ფასი გააიაფა

Brent-ის ტიპის ნავთობზე, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენციას ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ. 

დღეს დილას გამართული ვაჭრობისას Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 3,41%-ით შემცირდა და ბარელზე $ 58,62 გაუტოლდა. WTI ტიპის ნავთობი კი 2,29%-ით გაიაფდა და ფასმა $ 52,95 შეადგინა. 

ინვესტორები შიშობენ, რომ ახალი ვირუსის სწრაფი გავრცელება ნეგატიურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. 

imedinews.ge

Share