Home » საზოგადოება » კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 29 თბილისში დადასტურდა.

„დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის – 144, ქობულეთში – 1 შემთხვევა, თბილისში – 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის – 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი – 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი – 3, გურია-ოზურგეთი – 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი – 2, ფოთი – 1, მცხეთა- 1 შემთხვევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Share