Home » ბიზნესი » კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ,,რუსთავის აზოტმა“ სახელმწიფოს 100 000 ლარი გადაურიცხა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ,,რუსთავის აზოტმა“ სახელმწიფოს 100 000 ლარი გადაურიცხა

— ახალი კორონა ვირუსი COVID-19 ის გავრცელებით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი გამოწვევის გამო გაცნობებთ შემდეგს, რომ:

გვაქვს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გვესმის რა, დღეს შექმნილ საყურადღებო ვითარება ქვეყანაში, გვინდა ვაცნობოთ ფერმერებს, რომ ქარხანა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას სრულად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს ჩვენი, საერთო წარმოების მხოლოდ 7% დან 10%-ს.

სს ,,რუსთავის აზოტი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, შეგვაქვს რა წილი ეროვნული ვალუტის და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში. სს ,,რუსთავის აზოტი“ აგრძელებს ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრების თანმიმდევრულ მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით.

სს ,,რუსთავის აზოტის“ ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო საქართველოში ეხმაურება მთავრობის ინიციატივას ,,სტოპ-COVID-19“ და დღეს შესაბამის ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 100,000 ლარი სპეციალური საჭიროებებისათვის.

Share