Home » ფინანსები » კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, “მაგთიკომი” სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, “მაგთიკომი” სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მაგთიკომი სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს. კომპანიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მაგთიკომის” კუთვნილ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

“მაგთიკომის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მაგთიკომის გუნდის მხარდაჭერით, მაგთიკომი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში 3 მილიონ ლარს გადარიცხავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share