Home » საზოგადოება » კორონავირუსის პრევენციის გამო, ბათუმში მძღოლები დაჯარიმდებიან, თუ ფეხზე მდგომი მგზავრები ეყოლებათ

კორონავირუსის პრევენციის გამო, ბათუმში მძღოლები დაჯარიმდებიან, თუ ფეხზე მდგომი მგზავრები ეყოლებათ

ბათუმში მძღოლებს დააჯარიმებენ, თუ ისინი სამარშრუტო ტაქსებში იმაზე მეტ მგზავრს დაუშვებენ, ვიდრე შესაბამისი სავარძლები აქვთ, ან მოქალაქეებს ფეხზე დააყენებენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს. 

მძღოლებს დღეს ოფიციალურად გააფრთხილებენ. რეგულაციების დარღვევის გამო კი მძღოლებს 100 ლარით დააჯარიმებენ. 

Share