Home » ფინანსები » კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას, სახელმწიფო ფარავს

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას, სახელმწიფო ფარავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტისთვის კორონა ვირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პაციენტს გამოკვლევების შედეგად კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა, შემდგომი მკურნალობის ხარჯებსაც სრულად სახელმწიფო გაიღებს.

„ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა ტესტირებასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა. რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა მკურნალობა, ესეც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share