Home » მსოფლიო » კორონავირუსის გამო, ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო, ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს

„როიტერსის“ ინფორმაციით, ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს. ქვეყნის სასამართლო სისტემის უფროსის, იბრაჰიმ რაისის თქმით, პატიმრების დროებითი გათავისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოხდა.

იბრაჰიმ რაისს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა დაუბრუნდნენ აღნიშნული პირები ციხეებს.

ბოლო ინფორმაციით, ირანში სულ კორონავირუსის 7 161 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 235-ს გადააჭარბა.

Share