Home » მსოფლიო » კორონავირუსის გამო, გერმანიაში 1 000 პატიმარს ციხეებიდან გაათავისუფლებენ

კორონავირუსის გამო, გერმანიაში 1 000 პატიმარს ციხეებიდან გაათავისუფლებენ

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ ჩრდილო-რაინ ვესტფალიის მხარეში, 1000 პატიმარს ციხეებიდან გაათავისუფლებენ.

რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილება შეეხება იმ პირებს, ვისაც ციხეში ყოფნის ვადა 18 თვემდე აქვს დარჩენილი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნულ ზომას კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკების შესამცირებლად ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლება არ შეეხება სექსუალური ხასიათის დანაშაულებებში ბრალდებულებს.

სანდრო პირველი

Share