Home » მსოფლიო » კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში, იტალიაში იპოთეკური სესხების გადახდა შეჩერდება

კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში, იტალიაში იპოთეკური სესხების გადახდა შეჩერდება

BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში, იტალიაში იპოთეკურ სესხებზე გადახდა შეჩერდება. ამის შესახებ იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლაურა კასტელი აცხადებს. მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ რადიო Anch’io-ს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ღონისძიება კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალის შესამსუბუქებლად ოჯახებისთვის.

იტალიური საბანკო ლობისტური ფირმის, ABI ჯგუფის განცხადებით, ისინი “საგადასახადო არდადეგებს” შესთავაზებენ როგორც ფირმებს, ასევე ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ კორონავირუსის გავრცელების გამო, თავი წითელ ზონად გამოაცხადა, შეიზღუდა მოგზაურობები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოსვლა, გადაიდო სპორტული ღონისძიებები მთელს ქვეყანაში.

სანდრო პირველი

Share