Home » ბიზნესი » კორონავირუსის აღმოფხვრამდე გამოსახლებები არ იქნება

კორონავირუსის აღმოფხვრამდე გამოსახლებები არ იქნება

„ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებებს არ განხორციელდება“ , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც წინა კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა მუშაობდა იმისათვის, რომ ჩვენი სიპების და რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დისტანციურად და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს არის გამოსახლებები, რადგან ეს საჭიროებს ბინაზე მისვლას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა სერვისები დილიდან გაიცემა. ამისათვის საჭიროა, ბიუროს მიმართოთ მეილზე, ცხელ ხაზზე ან facebook-ში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Share