Home » საზოგადოება » კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ფილტვების ფუნქცია 20-30%-ით უქვეითდებათ

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ფილტვების ფუნქცია 20-30%-ით უქვეითდებათ

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ვირუსის დამარცხების შემდეგ გამოჯანმრთელებულებს ახალი პრობლემები ექმნებათ. ასეთი შედეგი აჩვენა ჰონკონგში კორონავირუსისაგან უკვე გამოჯანმრთელებული მოქალაქეების გამოკვლევამ. ამ შედეგების თანახმად, ყველა გამოჯანმრთელებულს მკვეთრად გაუარესებული აქვს ფილტვების მდგომარეობა და მის სრულ აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. ზოგ შემთხვევაში ფილტვების ფუნქცია 20-30%-ითაა შემცირებული.

კვლევის შედეგებზე ინფორმაცია ჟურნალისტებს ჰონკონგის პრინცესა მარგარეტის სახელობის საავადმყოფის ინფქეციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ოუენ ძენმა მიაწოდა. მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა გამოჯანმრთელებული უჩივის ფეხით სწრაფი სიარულის დროს სუნთქვის გახშრებას და ქოშინს.

აღნიშნული დასკვნა ეფუძნება კორონავირუსისგან განკურნებული 12 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას. ოუენ ძენის განმარტებით, 12 პაციენტიდან 3-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, აღარ შეუძლიათ ცხოვრების ჩვეული წესის გაგრძელება:

„ჰაერი არ ჰყოფნით სწრაფად სიარულისას. რამდენიმე პოაციენტს ფილტვების ფუნქცის 20-30%-ით კლება აღენიშნებათ (კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ)”, – წერს ექიმის განცხადებაზე დაყრდნობით „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი”.

პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში 9 პაციენტის ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ პაციენტებს შიდა ორგანოები აქვთ დაზიანებული.

ოუენ ძენის განამრტებით, ჯერ კიდევ გასარკვევია კიდევ რა ნეგატიური პროცესები შეიძლება განვითარდეს კორონავირუსისგან განკურნებულების ორგანიზმში. მაგალითად, სპეციალისტები აპირებენ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა „კოვიდ-19″-ს ფილტვების ფიბროზის გამოწვევა (დაავდება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება – რედ.).

ექიმმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს ურჩია, რომ გულ-სისხლძარღვთა სტიმულირებისთვის საჭირო ვარჯიშები გააკეთონ, მაგალითად ცურვა დაიწყონ, რათა დაზიანებულ ფილტვებს აღდგენაში შეუწყონ ხელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემია გამოაცხადა, რადგან ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და ვირუსი 130 მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდა, მაგრამ 5 ათასზე მეტი ადამიანი უკვე შეეწირა კორონავირუსს.

resonancedaily.com

Share