Home » ფინანსები » კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

“2018 წლის 10 დეკემბრის ფასების გაძვირების პროცესი განპირობებული იყო კომპანიების მხრიდან გონივრული საფუძველით, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება”, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

“ძალიან ხშირად ისმოდა შეკითხვა, რატომ ამდენი ხანი. წარმოდგენილი მაქვს სამუშაოს ქრონოლოგია იმ სამუშაოსი, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ახორციელებდა.

ჩვენი საბოლოო დასკვნა ამ პროცესში შემდეგია: 2018 წლის 10 დეკემბრის ფასების გაძვირების პროცესი განპირობებული იყო კომპანიების მხრიდან გონივრული საფუძველით, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

საქართველოში პური 5-10 თეთრით 2018 წლის დეკემბერში გაძვირდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს გაძვირების მიზეზის შესწავლა დაავალა.

Share