Home » ბიზნესი » კონკურენტებს პატივს ვცემთ, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ – თემურ ჭყონია

კონკურენტებს პატივს ვცემთ, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ – თემურ ჭყონია

თემურ ჭყონია “მთის წყალს“ გაყიდვაში 27 ივლისიდან გაუშვებს

„მტკნარი წყალი სახელწოდებით „მთის წყალი“  გაყიდვაში 27 ივლისისთვის გამოვა“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. მისი ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი  ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან პლასტმასის ბოთლებში გაიყიდება. აგვისტოს ბოლოს კი „მთის წყლის“ ჩამოსხმა მინის (0.75 მლ,0.33 მლ)  ბოთლებშიც იგეგმება.

„ვაპირებთ საქართველოს ბაზარზე ლიდერობას, წყალს სერიოზული საექსპორტო პოტენციალი აქვს, რადგან „კოკა-კოლას“ მსოფლიო ბრენდის მიერაა რეგისტრირებული, მათ პორტფელშია. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის და ყველაზე სანდო წყალი რაც  საქართველოს ბაზარზე არსებობს და რაც ჩვენ კონკურენტებისგან გამოგვარჩევს. შესაბამისად, დავაკმაყოფილებთ ხარისხს  იმისთვის, რომ შევიდეთ ყველა იმ ბაზარზე, სადაც „კოლა-კოლა“ ოპერირებს.

ჩვენ ყველა კონკურენტს პატივს ვცემთ, მაგრამ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი იმის გაკეთებას ვერასოდეს შეძლებენ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდის კომპანია, რომელიც  უმაღლესი ხარისხის სტანდარტს იცავს“, – აღნიშნავს თემურ ჭყონია.

„ბიზნესპარტნიორი“

Share