Home » ფინანსები » კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა

კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა.

ნარმანიას თქმით, მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს.

„პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Share