Home » ფინანსები » კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

ცვლილების თანახმად კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

🔹ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს.

🔹დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

🔹ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით.

Share