Home » ფინანსები » კომპენსაციების მიმღებთა სია შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს

კომპენსაციების მიმღებთა სია შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს

გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს იმ ადამიანების სიის გადახედვა დაავალა, რომლებმაც კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე სამსახური დაკარგეს, შემდეგ კი სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციები დაენიშნათ. შესაძლოა, ეს სია გაფართოვდეს.

“გადავხედოთ მიზნობრიობის თვალსაზრისით. რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ მათ სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. ქართული ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე.

ამიტომ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ”,- თქვა გიორგი გახარიამ.

Share