Home » ფინანსები » კომპანია “ნიკორა ტრეიდმა” თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო

კომპანია “ნიკორა ტრეიდმა” თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოვეთვიურად 300 000 ლარი გამოყო

“ნი­კო­რა ტრე­ი­დი” თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“31 მარტს, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა­სა და სა­ღა­მოს 9-დან დი­ლის 6-მდე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შე­მო­ღე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში 6000 ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის გამო, სა­ჭი­რო გახ­და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხი­ლუ­ლი­ყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის და სა­მუ­შაო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რად­გან ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ტაქ­სით ან სა­კუ­თა­რი ავტო მან­ქა­ნით არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა, ამ ფაქ­ტმა ჩვენს მიერ წი­ნა­წარ გა­წე­რილ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია და სწო­რი პრო­ცე­სის აწყო­ბას დრო დას­ჭირ­და.

პირ­ველ რიგ­ში, რაც უს­წარ­ფე­სად შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა მოხ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ახ­ლომ­დე­ბა­რე ფი­ლი­ა­ლებ­ში.

კომ­პა­ნი­ამ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, თა­ვი­სი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო ყო­ველ­თვი­უ­რად 300 000 ლარი, რათა თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს თან­ხა და­ნა­მა­ტის სა­ხით და­ე­რი­ცხოს და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შეძ­ლონ ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. ამ ეტაპ­ზე დარ­ჩე­ნი­ლია ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც კვი­რის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა თან­მაშ­რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე აი­სა­ხე­ბა მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი.

ასე­ვე, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ არ­ცერ­თი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ არ მომ­ხდა­რა სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის მხრი­დან.

აქვე, კი­დევ ერთხელ გვინ­და ყვე­ლა ჩვენ თა­ნამ­შრო­მელს გა­და­ვუ­ხა­დოთ მად­ლო­ბა ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის და ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­კი­თხის ადეკ­ვა­ტუ­რად მი­ღე­ბის­თვის” – აცხა­დებს “ნი­კო­რა ტრე­ი­დის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით ურუ­შა­ძე.

Share