Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძე – ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც

კობა გვენეტაძე – ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც

“ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკ ახალი სტრატეგია აქვს, რომლითაც ბაზარს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად გაიაროს ეს პროცესი.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მიიღებს მატერიალურ დახმარებას, რომლის ნაწილით სავალუტო რესურსის მიწოდება მოხდება.

სებ-ის პრეზიდნეტი ამბობს, რომ Covid-19 –ის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს ვერ შეადარებს 2008 წლის კრიზისს, რომელიც გამოწველი იყო ბანკებისგან.

„დღეს ბანკები ძალიან კარგად არიან მომზადებული. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მკაცრი მარეგულირებელი ვართ, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ აუცილებელი იყო ასეთი ქმედებები“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

Share