Home » ეკონომიკა » კობა გვენეტაძე – არის შანსი, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გახდეს საჭირო

კობა გვენეტაძე – არის შანსი, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გახდეს საჭირო

ქვეყნის მთავარი ბანკირი ბაზარზე მოთხოვნისა და სამომხმარებლო ფასების შემცირებას ვარაუდობს.

კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორ ფაქტორზე ისაუბრა. და აღნიშნა, რომ უცნობია, რომელი ეფექტი გადაწონის: ერთი მიმართულებით შესაძლოა გაცვლითმა კურსმა იმოქმედოს ინფლაციაზე, მაგრამ მოთხოვნის შემცირების ფონზე ინფლაცია დიდი ალბათობით უარყოფითი იქნება.

“სიტუაციის მიხედვით, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყოს საჭირო, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ შესაძლოა, შერბილება გახდეს საჭირო“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ასეთი მასშტაბური შოკის დროს, შეუძლებელია, უცებ გაკეთდეს რაღაც, რაც ფასებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეროვნული ბანკი მიიღებს ყველა ზომას, რომ პროცესი ქვეყანამ მალე გადაიტანოს.

“ბიზნესპარტნიორი”

Share