Home » მსოფლიო » კლიჩკო – უკრაინაში კორონავირუსს შესაძლოა მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს

კლიჩკო – უკრაინაში კორონავირუსს შესაძლოა მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს

„მეცნიერების პროგნოზებით, უკრაინაში კორონავირუსით შესაძლოა 35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს, ხოლო ლეტალური შედეგი 1.2-1.6 მილიონ ადამიანთან დადგეს“, – ამის შესახებ უკრაინული მედიის, 112.ua-ს ცნობით, მთავრობის სხდომაზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„არ მინდა ვინმეს შეშინება. ამ ინფორმაციას აქამდე არ ვასახელებდი, ახლა კი გადავწყვიტე, გავასაჯაროვო.

წამყვანი სპეციალისტები მეუბნებიან, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება, ხოლო სიკვდილიანობა 2-3%-ის პროცენტის ფარგლებში იქნება.

უკრაინის მოსახლეობის 80% ანუ 35 მილიონი ადამიანია, ხოლო 3% 1.2 მილიონი ადამიანი. დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვინც პრობლემას სერიოზულად არ მიიჩნევს“, – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

Share