Home » მსოფლიო » კინზინგერი – პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე

კინზინგერი – პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია.

ადამ კინზინგერი აცხადებს, პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა და წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

Share