Home » ბიზნესი » კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება
კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომპლექსი „თვინ თაუერსი“ აშენდება

კვარიათში ახალი სასტუმრო კომლექსის „თვინ თაუერსის“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს მშენებლობის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

ზურაბ პატარაძის თქმით, პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„რეგიონში 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ინვესტიცია ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. დასაქმდება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. მომავალში მრავალი პროექტი იქნება დაანონსებული და განხორციელებული“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოღვაწე კომპანია „გრინ ვალეი დეველოპმენტი“ ახორციელებს.

პროექტი სასტუმრო კომპლექსს მოიცავს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოც სართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარე ავტოსადგომი. სასტუმროს მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

 

Share