Home » საზოგადოება » კელი დეგნანი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია

კელი დეგნანი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია

ამის განხილვის შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინკონფერენციაზე განაცხადა კითხვაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამ მიმართულებით პერსპექტივებს ეხებოდა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ინტერესი დიდია და სხვადასხვა შესაძლებლობა იყო განხილული.

„დიახ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა. ცხადია, რომ ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ისეთი სავაჭრო მოლაპარაკებები გრძელდება, რომელიც უკვე დაწყებულია და ალბათ, ჯერ ისინი არის პრიორიტეტული. თუმცა ამის განხილვის ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ამერიკაში არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.

Share