Home » საზოგადოება » კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა

კახა კალაძე: ლოგიკურია, ბიზნესი იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა

ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესის მიერ გაკეთებულ შემოწირულობებზე განაცხადა.

„როდესაც ბიზნესი ახორციელებს თანხის შეწირვას კონკრეტული პარტიის მიმართ, ეს არის ძალიან კარგი. ლოგიკურია, რომ იმ პარტიას არ შეწირავს, ვინც მათ ატერორებდა, ბიზნესს ართმევდა, ოჯახებს აუბედურებდა, კლავდნენ, აწამებდნენ. ხომ არ ჩამოვთვლით ყველაფერს, რაც იყო წარსულში.

ახლა გვინდა ვიფიქროთ მომავალზე, როგორ განვავითაროთ ქვეყანა და როგორ წინ წავიდეთ ეკონომიკურად, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share