Home » ახალი ამბები » კარლო კოპალიანი პარლამენტში ვალერი გელაშვილმა ჩაანაცვლა

კარლო კოპალიანი პარლამენტში ვალერი გელაშვილმა ჩაანაცვლა

პარლამენტში კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება სცნო. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ კარლო კოპალიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს.

Share