Home » ახალი ამბები » კარანტინში მყოფი “მთავარი არხის” ჟურნალისტი – თავს ვგრძობ კარგად

კარანტინში მყოფი “მთავარი არხის” ჟურნალისტი – თავს ვგრძობ კარგად

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც საჩხერეში კარანტინში იმყოფება, PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ დროისთვის კორონავირუსის არცერთი სიმპტომი არ აქვს.

“რამდენიმე საათის წინ განმათავსეს საჩხერის სასტუმროში, პირველი რაც პერსონალმა გააკეთა გამიზომა ტემპერატურა. ვიმყოფები კარანტინში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩემზე დაკვირვება მოხდება. ამ დროისთვის ტემპერატურა მაქვს 36.4, არც თავის და არც ყელის ტკივილი მაქვს, თავს ვგრძობ კარგად,”-აღნიშნავს ირაკლი ვაჩიბერაძე.

შეგახსნებთ, რომ ირაკლი ვაჩიბერაძეს სამსახურეობრივი მიზნით, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

Share