Home » ფინანსები » კარანტინის წესის დამრღვევი პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

კარანტინის წესის დამრღვევი პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება.

რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.

Share