Home » საზოგადოება » კალაძე – თბილისის მეტროპოლიტენში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება

კალაძე – თბილისის მეტროპოლიტენში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროპოლიტენში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება.

მისი თქმით, ტენდერით გამარჯვებული კომპანია მუშაობას განაგრძობს.

„დროულად დასრულდება სამუშაოები. რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არ დაუდია არავის და საფრთხეს წარმოადგენდა არსებული მდგომარეობა.

ტენდერით გამარჯვებული კომპანია ამ პერიოდში არ შეჩერებულა. იმ ტემპით ვერა, როგორც სხვა პროექტები, თუმცა მაინც გრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Share