Home » ფინანსები » კაკულია – მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის

კაკულია – მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის

„ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია მისი თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა“ , -ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.  

„რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითრების და დაკრედიტების პროცესებში.

თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს, ეს უნდა შევაფასოთ  იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულის, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში, ეს ბალანსია დასანახი, თუ მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს  მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

Share