Home » მსოფლიო » იტალიის პრემიერი – ევროკავშირი, როგორც პროექტი, შეიძლება კორონავირუსის გამო ჩაფლავდეს

იტალიის პრემიერი – ევროკავშირი, როგორც პროექტი, შეიძლება კორონავირუსის გამო ჩაფლავდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ევროკავშირი, როგორც პროექტი, რისკის წინაშეა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზის გამო. იტალიის პრემიერმა ამის შესახებ „ბიბისის“-თან საუბრისას განაცხადა.

კონტეს განცხადებით, ევროკავშირიმა ადეკვატურად და კოორდინირებულად უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ვირუსისგან ძალიან დაზარალდნენ. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გამოწვევა იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდ გამოწვევას ეძახის“.

აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერის ინტერვიუ „ბიბისისთან“ იყო პირველი, მას შემდგომ რაც იტალია ეპიდემიამ მოიცვა.

იტალიის პრემიერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „კორონა ბონდების“ გამოშვებისკენ მოუწოდებდა. ამის წინააღმდეგ ნიდერლანდები წავიდა, რის გამოც ევროზონის ფინანსთა მინისტრებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა.

„თუ ახალ შესაძლებლობებს არ გავაჩენთ ევროკავშირში, პროექტის ჩავარდნის რისკი რეალურია. ჩვენ უნდა შევარჩიოტ სექტორები, რომლებიც ხელახლა დაიწყებენ ფუნქციონირებას. თუ ამას მეცნიერები დაადასტურებენ, ჩვენ თვის ბოლოსთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შეგვეძლება“, – აცხადებს იტალიის პრემიერი.

სანდრო პირველი

Share