Home » მსოფლიო » იტალიაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება

იტალიაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.

კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.

ipn.ge

Share